четверг, 14 июня 2018 г.

ბეიჯი


   


    განმავითარებელი შეფასებისათვის ძალიან სახალისოა ე.წ. ბეიჯები, რომლებიც შეგიძიათ თავადვე შექმნათ ფორმის, ფერის, მახასიათებლის მიხედვით. ამისათვის ძალიან გამოგადგებათ საიტი: https://app.openbadges.me

   ნიმუშის სახით მე გაგიზიარებთ ჩემ მიერ შექმნილ ბეიჯებს, რომლებიც ასე გამოიყურება:

1. ოქრო - https://app.openbadges.me/view/#!/badge?badgeid=b7c0ea03-4b3a-4916-9099-f16389b4ae78

2. ვერცხლი - https://app.openbadges.me/view/#!/badge?badgeid=ccb6bbb8-9651-4c8c-9e0b-34ff5dc3896a

3. ბრინჯაო - https://app.openbadges.me/view/#!/badge?badgeid=741b8690-ff30-4e77-acfe-8e0f7ab2ab5b


გისურვებთ წარმატებებს!

среда, 13 июня 2018 г.

ონლაინ ვიდეოს შექმნა


ონლაინ ვიდეო
  ონლაინ ვიდეოს გასაკეთებლად ძალიან კარგი საიტია: https://spark.adobe.com
  შეგიძლიათ ატვირთოთ ფოტოები, დაურთოთ წარწერები, ასევე დაადოთ მელოდია თქვენივე სურვილით შერჩეული. თუმცა ამ საიტს ერთი მინუსი აქვს, მხოლოდ ლათინურად შეგიძლიათ წარწერების გაკეთება.

  საილუსტრაციოდ წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ ვიდეოს ჩარლი ჩაპლინის შესახებ. ვფიქრობ, კარგი ვიდეოა :)))

  https://spark.adobe.com/video/C4SAIje9gcNDK


გისურვებთ წარმატებებს!



ონლაინ ტესტებისა და სავარჯიშოების შექმნა




   ონლაინ ტესტები და სავარჯიშოები ძალიან მოსახერხებელი და მარტივია, იზოგება დრო, ქაღალდი და თანხა :))) 

გირჩევთ ამ საიტებს: https://www.typeform.com/tests/
                                    https://www.classmarker.com/



გისურვებთ წარმატებებს!



ტეტების, ქვიზებისა და პოსტერების შექმნა


 მულტიმედია საშუალებების გამოყენებით ძალიან მარტივად და სწრაფადაა შესაძლებელი ტესტების, ქვიზებისა და პოსტერების შექმნაც კი. შემიძლია გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და გითხრათ, რომ პრაქტიკაში ძალიან კარგად ვიყენებ. ამის განხორციელებაში დაგეხმარებათ შემდეგი საიტები:  Easy Test MakerWeb Poster WizardQuizStar

ჩემ მიერ გაკეთებული ტესტების ნიმუში:


კოდი: 3EK9CYA


ჩემ მიერ მომზადებული პოსტერის ნიმუში: 



გისურვებთ წარმატებებს!


ტექნოლოგია და ინტერაქცია დიდ აუდიტორიასთან




  ტექნოლოგიების დიდ აუდიტორიასთან გონივრულად გამოყენებისთვის უნდა გავითვალიწინოთ შემდეგი:

  • მრავალფეროვნება
  • ეტაპობრიობა
  • ავთენტურობა
  • ჰუმანურობა
  • ორგანიზებულობა
  • მასწავლებლის პრეზენტაციის უნარები
  • სხვადასხვა ორგანიზაციული ფორმები


   ფართო აუდიტორიასთან მუშაობის პროცესში საკმაოდ აპრობირებული მეთოდია პრეზენტაციის საშუალებით ახალი თემის ახსნა და აუდიტორიის დაინტერესება.ერთია როდესაც ზეპირად ესაუბრებით აუდიტორიას და მეორეა ამის პარალელურად ვიზუალურად აღიქვამს და თვალს  ადევნებს თემის ირგვლივ ძირითად იდეებს. ეს საშუალებას გვაძლევს მთელი პრეზენტაციის პროცესში ჩართული გვყავდეს აუდიტორია, არ მივცეთ მოდუნების საშუალება და რაც მთავარია არ დაავიწყდეთ რა თემის ირგვლივ არის განხილვა.  სწორედ ვიზუალური მასალა გვეხმარება კონცენტრირებოის მოხდენაზე და მთელი პრეზენტაციის მიმდინარეობის დროს ჩართულობაში,რათა არ გამოგვრჩეს თემის ირგვლივ საინტერესო ფაქტები. 

  ჩემს ერთ-ერთ ბლოგში საუბარი მაქვს პრეზენტაციის წარდგენაზე power point-ის გამოყენებით. იქ დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ რა უნდა გავითვალისწინოთ და როგორ ავაგოთ პრეზენტაცია. (იხ. power point)


როგორ შევქმნათ power point პრეზენტაცია?


   სკოლასა თუ უნივერსიტეტში, ან, თუნდაც, სამეგობრო წრეში ხშირად გვიწევს პრეზენტაციების გაკეთება. იმისათვის, რომ პრეზენტაცია წარმატებული იყოს, სხვადასხვა ფაქტორია gასათვალისწინებელი:

1. თემის სწორად შერჩევა;

2. საჭირო მასალის მოძიება;

3. მასალის დახარისხება მთავარ და დამატებით ინფორმაციებად;

4. საკითხიდან გამომდინარე თვალსაჩინოების მოძიება;

5. ყოველივე ზემოთქმულის ლამაზად და ეფექტურად წარდგენა აუდიტორიასთან;

ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ, რომ ბოლო პუნქტია. მის განსახორციელებლად კი power point-ი არის სწორედ არაჩვეულებრივი გამოსავალი.

  თემის შერჩევისა და მასალის მომზადების შემდეგ უნდა მიუსხდეთ თქვენს ძვირფას კომპიუტერებს და microsoft office-ის ბრწყინვალე წარმომადგენელი, power point-ი რამდენჯერმე დაწკაპუნებით გახსნათ :)))



მას შემდეგ რაც გახსნით პროგრამას, უნდა აირჩიოთ სლაიდის დიზაინი, დააწკაპოთ და წეროთ თქვენი სახელი და გვარი, თემის სათაური, ანუ თუ რის შესახებაა პრეზენტაცია და ვინაა მომხსენებელი:





   ასევე უნდა აირჩიოთ ასოების შრიფტი, ზომა, ფორმა, ფერი და ა.შ. ( როგორც ფოტოზეა მითითებული). აქვე გირჩევთ, რომ ოფიციალურად მიღებულია შრიფტი - sylfaen-ი; ასოების ზომა - სათაურის 32-36; ტექსტის 28 ან 30:





  თუ თქვენ გინდათ რაიმე ფოგურების, სიმბოლოების, ისრების გამოყენება შეგეიძლიათ იხილოთ აქ:


რჩევა:

პრეზენტაციისათვის გამოიყენეთ:

  •  10 სლაიდი 20 წუთის განმავლობაში 30 ზომის შრიფტის.
10 სლაიდი - ეს არის რაოდენობა, რომლის "ათვისებაც" მარტივად შეუძლია მსმენელს. მეტი სლაიდი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ვერ შეძელით ძირითადი თეზისების გამოყოფა. დაფიქრდით, მოაშორეთ ყველაფერი ზედმეტი და პრეზენტაციის დროს აჩვენეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

20 წუთი - ეს არის დრო, რომელიც გამოყოფილია მხოლოდ მონოლოგისათვის, ვინაიდან დანარჩენი ტექნიკის გამართვასა და მსმენელის კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხარჯებათ.

30 ზომის შრიფტი - ეს არის სლაიდებზე ტექსტის დასაწერი ოპტიმალური ზომა. აუცილებელია მოკლედ ჩამოაყალიბოთ მნიშვნელოვანი თეზისები და ისე დაიტანოთ ისინი სლაიდებზე, რომ თითოეულმა დაიკავოს თანაბარი ადგილი. ასეთი ტექსტის წაკითხვა შედარებით სასიამოვნო იქნება მსმენელისათვის და ისინი კონცენტრირებულები იქნებიან თქვენს მოხსენებაზე. 

  მოკლედ, ეს პროგრამა უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რომ წარმატებული პრეზენტაცია გქონდეთ. ჩემი პრაქტიკით შემიძლია გითხრათ, რომ ის შეუცვლელია, მის გარეშე პრეზენტაცია ვერ წარმომიდგენია. აქვე ვდებ ვიდეოს ლინკს, რომლის დახმარებითაც კიდევ უფრო ადვილად შეძლებთ power point-ის გამოყენებას.

გისურვებთ წარმატებებს!



https://www.youtube.com/watch?time_continue=12&v=k6pg4nZS6fA

შეფასების რუბრიკები





  რა არის შეფასების რუბრიკა და რა მიზნით ვიყენებთ მას სწავლასწავლების პროცესში?
  რუბრიკა შეფასების ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება როგორც მოსწავლეების ნამუშევრის, ასევე მუშაობის პროცესის შეფასების მიზნით. სწორედ რუბრიკის გამოყენება იძლევა ისეთი სამუშაოს შეფასების საშუალებას, როგორიცაა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები, წერითი ნამუშევრები, პროექტები. ამ სამუშაოს შეფასება სწორხაზოვან სქემას არ ექვემდებარება და რომ არა რუბრიკა, მას არაობიექტურად და არათანმიმდევრულად შევაფასებდით.
  შეფასების რუბრიკა სამი მთავარი ელემენტისგან შედგება:
  1. სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები (კომპონენტები);
  2. შეფასების სკალა (მიღწევის ხარისხობრივი დონეები);
  3. შეფასების სკალაზე გადანაწილებული მიღწევის დონეების აღწერილობები.
  შეფასების რუბრიკა, მასწავლებლების მიერ მოსწავლეების შეფასებასთან ერთად,  მოსწავლეების თვითშეფასების, ურთიერთშეფასებისა და რეფლექსიის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. რუბრიკა ასევე გვეხმარება მოსწავლეების აკადემიური პროგრესისა და საჭიროებების შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვებაში, რომელიც  მათი  აკადემიური პრობლემებისა და სირთულეების იდენტიფიცირებას აადვილებს. შესაბამისად, ის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის ფუნქციას იძენს.




   შეფასების რუბრიკები ორი სახისაა: ანალიტიკური და ჰოლისტური.

 ანალიტიკურ რუბრიკაში რამდენიმე კრიტერიუმი და თითოეული კრიტერიუმის შესაბამისი მიღწევის დონეების აღწერილობაა წარმოდგენილი; 

 ჰოლისტურ რუბრიკაში კი შეფასების კრიტერიუმები ერთიანადაა წარმოდგენილი და, შესაბამისად, ყველა კრიტერიუმის შეფასება  შეფასების დონეების მიხედვით, ერთიანად ხორციელდება. 

  მულტიმედია საშალებებით შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან მარტივად შეფასების რუბრიკა. ვრეგისტრირდებით საიტზე და ვადგენთ ჩვენთვის სასურველ კრიტერიუმებს და ვანიჭებთ შესაბამის ქულებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საიტიhttp://rubistar.4teachers.org/   


ნიმუშის სახით, ჩემ მიერ შედგენილ შეფასების რუბრიკას წარმოგიდგენთ:


http://rubistar.4teachers.org/index.php?screen=ShowRubric&module=Rubistar&rubric_id=2747117&