პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) – არის მეთოდი, რომელიც გულისხმობს მოსწავლის მიერ კონკრეტული პრობლემის გადაწყვეტის პირობებში როგორც პრაქტიკული უნარ-ჩვევბის, ასევე თეორიული ცოდნის შეძენას. ეს მეთოდი განათლების სფეროში მე-20 საუკუნის დასაწყისში გახდა აქტუალური.
PBL-ის მეთოდით ხდება მასწავლებლისა და მოსწავლის როლების გადანაწილება. ცოდნის შეძენის პროცესში მოსწავლეზე გადადის უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ამ დროს იზრდება მოსწავლის მოტივაცია და თვითშეფასება, მასწავლებელი ხდება სასწავლო გარემოს შემადგენელი ნაწილი რომელიც ეხმარება მოსწავლეს ცოდნის შეძენაში შეფასებასა და რესურსების მოძიებაში.
პრობლემის გადაჭრა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა PBL-ის დროს ძირითადი ფოკუსი გადატანილია ახალი ცოდნის მიღება-მოპოვებაზე. პრობლემის გადაჭრა ძირითადად გულისხმობს არსებული ცოდნის გამოყენებას პრობლემის გადასაჭრელად. PBL-ის უპირატესობა ისაა, რომ ამ დროს მოსწავლე ღებულობს არა მხოლოდ იმ ცოდნას რომელიც გამოიყენება პრობლემის გადაჭრისას, არამედ ვითარდება მისი კოგნიტური უნარ- ჩვევები: პრობლემის გადაჭრა, კრიტიკული აზროვნება, ცოდნის შეძენის უნარი სწავლის სწავლა, ჯგუფური მუშაობა, ინფორმაციული წიგნიერება.
პროექტზე/პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების ძალიან კარგი მულტიმედია საშუალებაა WEBQUEST-ი; მისი საიტია zunal.com შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და გააკეთოთ საკუთარი ვებქვესტი. მე კი ჩემს ვებქვესტს წარმოგიდგენთ საილუსტრაციოდ :)))
Комментариев нет:
Отправить комментарий