среда, 13 июня 2018 г.

როგორ შევქმნათ power point პრეზენტაცია?


   სკოლასა თუ უნივერსიტეტში, ან, თუნდაც, სამეგობრო წრეში ხშირად გვიწევს პრეზენტაციების გაკეთება. იმისათვის, რომ პრეზენტაცია წარმატებული იყოს, სხვადასხვა ფაქტორია gასათვალისწინებელი:

1. თემის სწორად შერჩევა;

2. საჭირო მასალის მოძიება;

3. მასალის დახარისხება მთავარ და დამატებით ინფორმაციებად;

4. საკითხიდან გამომდინარე თვალსაჩინოების მოძიება;

5. ყოველივე ზემოთქმულის ლამაზად და ეფექტურად წარდგენა აუდიტორიასთან;

ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ, რომ ბოლო პუნქტია. მის განსახორციელებლად კი power point-ი არის სწორედ არაჩვეულებრივი გამოსავალი.

  თემის შერჩევისა და მასალის მომზადების შემდეგ უნდა მიუსხდეთ თქვენს ძვირფას კომპიუტერებს და microsoft office-ის ბრწყინვალე წარმომადგენელი, power point-ი რამდენჯერმე დაწკაპუნებით გახსნათ :)))



მას შემდეგ რაც გახსნით პროგრამას, უნდა აირჩიოთ სლაიდის დიზაინი, დააწკაპოთ და წეროთ თქვენი სახელი და გვარი, თემის სათაური, ანუ თუ რის შესახებაა პრეზენტაცია და ვინაა მომხსენებელი:





   ასევე უნდა აირჩიოთ ასოების შრიფტი, ზომა, ფორმა, ფერი და ა.შ. ( როგორც ფოტოზეა მითითებული). აქვე გირჩევთ, რომ ოფიციალურად მიღებულია შრიფტი - sylfaen-ი; ასოების ზომა - სათაურის 32-36; ტექსტის 28 ან 30:





  თუ თქვენ გინდათ რაიმე ფოგურების, სიმბოლოების, ისრების გამოყენება შეგეიძლიათ იხილოთ აქ:


რჩევა:

პრეზენტაციისათვის გამოიყენეთ:

  •  10 სლაიდი 20 წუთის განმავლობაში 30 ზომის შრიფტის.
10 სლაიდი - ეს არის რაოდენობა, რომლის "ათვისებაც" მარტივად შეუძლია მსმენელს. მეტი სლაიდი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ვერ შეძელით ძირითადი თეზისების გამოყოფა. დაფიქრდით, მოაშორეთ ყველაფერი ზედმეტი და პრეზენტაციის დროს აჩვენეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

20 წუთი - ეს არის დრო, რომელიც გამოყოფილია მხოლოდ მონოლოგისათვის, ვინაიდან დანარჩენი ტექნიკის გამართვასა და მსმენელის კითხვებზე პასუხის გაცემაში დაგეხარჯებათ.

30 ზომის შრიფტი - ეს არის სლაიდებზე ტექსტის დასაწერი ოპტიმალური ზომა. აუცილებელია მოკლედ ჩამოაყალიბოთ მნიშვნელოვანი თეზისები და ისე დაიტანოთ ისინი სლაიდებზე, რომ თითოეულმა დაიკავოს თანაბარი ადგილი. ასეთი ტექსტის წაკითხვა შედარებით სასიამოვნო იქნება მსმენელისათვის და ისინი კონცენტრირებულები იქნებიან თქვენს მოხსენებაზე. 

  მოკლედ, ეს პროგრამა უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რომ წარმატებული პრეზენტაცია გქონდეთ. ჩემი პრაქტიკით შემიძლია გითხრათ, რომ ის შეუცვლელია, მის გარეშე პრეზენტაცია ვერ წარმომიდგენია. აქვე ვდებ ვიდეოს ლინკს, რომლის დახმარებითაც კიდევ უფრო ადვილად შეძლებთ power point-ის გამოყენებას.

გისურვებთ წარმატებებს!



https://www.youtube.com/watch?time_continue=12&v=k6pg4nZS6fA

Комментариев нет:

Отправить комментарий