среда, 13 июня 2018 г.

შეფასების რუბრიკები





  რა არის შეფასების რუბრიკა და რა მიზნით ვიყენებთ მას სწავლასწავლების პროცესში?
  რუბრიკა შეფასების ეფექტური ინსტრუმენტია, რომელიც გამოიყენება როგორც მოსწავლეების ნამუშევრის, ასევე მუშაობის პროცესის შეფასების მიზნით. სწორედ რუბრიკის გამოყენება იძლევა ისეთი სამუშაოს შეფასების საშუალებას, როგორიცაა მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები, წერითი ნამუშევრები, პროექტები. ამ სამუშაოს შეფასება სწორხაზოვან სქემას არ ექვემდებარება და რომ არა რუბრიკა, მას არაობიექტურად და არათანმიმდევრულად შევაფასებდით.
  შეფასების რუბრიკა სამი მთავარი ელემენტისგან შედგება:
  1. სამუშაოს შეფასების კრიტერიუმები (კომპონენტები);
  2. შეფასების სკალა (მიღწევის ხარისხობრივი დონეები);
  3. შეფასების სკალაზე გადანაწილებული მიღწევის დონეების აღწერილობები.
  შეფასების რუბრიკა, მასწავლებლების მიერ მოსწავლეების შეფასებასთან ერთად,  მოსწავლეების თვითშეფასების, ურთიერთშეფასებისა და რეფლექსიის უნარის განვითარებას უწყობს ხელს. რუბრიკა ასევე გვეხმარება მოსწავლეების აკადემიური პროგრესისა და საჭიროებების შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვებაში, რომელიც  მათი  აკადემიური პრობლემებისა და სირთულეების იდენტიფიცირებას აადვილებს. შესაბამისად, ის განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის ფუნქციას იძენს.




   შეფასების რუბრიკები ორი სახისაა: ანალიტიკური და ჰოლისტური.

 ანალიტიკურ რუბრიკაში რამდენიმე კრიტერიუმი და თითოეული კრიტერიუმის შესაბამისი მიღწევის დონეების აღწერილობაა წარმოდგენილი; 

 ჰოლისტურ რუბრიკაში კი შეფასების კრიტერიუმები ერთიანადაა წარმოდგენილი და, შესაბამისად, ყველა კრიტერიუმის შეფასება  შეფასების დონეების მიხედვით, ერთიანად ხორციელდება. 

  მულტიმედია საშალებებით შეგვიძლია გავაკეთოთ ძალიან მარტივად შეფასების რუბრიკა. ვრეგისტრირდებით საიტზე და ვადგენთ ჩვენთვის სასურველ კრიტერიუმებს და ვანიჭებთ შესაბამის ქულებას. შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს საიტიhttp://rubistar.4teachers.org/   


ნიმუშის სახით, ჩემ მიერ შედგენილ შეფასების რუბრიკას წარმოგიდგენთ:


http://rubistar.4teachers.org/index.php?screen=ShowRubric&module=Rubistar&rubric_id=2747117&

Комментариев нет:

Отправить комментарий